გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
PACE-ს მონიტორინგის კომიტეტის წევრები საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ

3-06-2021

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ.

შეხვედრისას, ქვეყანაში დაგეგმილ და მიმდინარე რეფორმებზე, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე, შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ საკითხებზე ისაუბრეს.

„გვქონდა საუბარი ყველა თემაზე, მათ შორის შარლ მიშელის დოკუმენტიდან გამომდინარე ყველა თემაზე, ეს იყო საარჩევნო და სასამართლო რეფორმის საკითხები. რვა პარტიიდან, რომელთაც საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი გადალახეს ოთხს დღემდე არ მოუწერია ხელი შარლ მიშელის დოკუმენტზე. მიშელის დოკუმენტის შესრულება ჩვენი პასუხისმგებლობაა. ამ დოკუმენტს ბოლომდე მივყვებით და აუცილებლად შესრულდება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეხვედრაში საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მონაწილეობდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930