გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
JTEC-ის პირადი შემადგენლობისთვის MILES I-HITS და VBS-3 სიმულაციური სისტემების ექსპლუატაციის სწავლება მიმდინარეობს

14-06-2021

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრში (JTEC) MILES I-HITS და VBS-3 სიმულაციური სისტემების სწავლება მიმდინარეობს. კურსი მიზნად ისახავს JTEC-ის სამხედრო მოსამსახურეებისთვის აღჭურვილობის ექსპლუატაციისათვის შესაბამისი უნარ-ჩვევების შესწავლას, რათა მათ დამოუკიდებლად შეძლონ აღნიშნული სიმულაციური სისტემებით მომავალში თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფისთვის სწავლების ჩატარება.

VBS-3 სიმულაციური სისტემები გამოიყენება ასეულის დონის ქვედანაყოფის მოსამზადებლად, ხოლო MILES I-HITS სისტემებით შესაძლებელია ბატალიონისა და მასთან ერთად მოწინააღმდეგის ძალების გამთამაშებელი ქვედანაყოფისთვის (ძალა-ძალაზე) საველე სწავლებების ჩატარება.

სიმულაციური სისტემები საშუალებას მისცემს საწვრთნელ ქვედანაყოფებსა და სწავლების მაკონტროლებელ ჯგუფს სწავლებაზე მიმდინარე მოვლენები რეალურ დროში აკონტროლონ და საერთო ოპერატიულ სურათზე გამოსახონ. ორკვირიანი კურსი პირველად იმართება და მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2021    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031