გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: საერთაშორისო ასპარეზზე ფასდაუდებელი მხარდაჭერისა და ჩართულობისთვის ეუთო-ს მადლობას ვუხდი

15-06-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "ეუთო"-ს გენერალურ მდივან ჰელგა შმიდთან შეხვედრას სოციალურ ქსელ "Twitter"-ში ეხმაურება. მთავრობის მეთაური "ეუთო"-ს გენერალურ მდივანს მადლობას უხდის საერთაშორისო ასპარეზზე ფასდაუდებელი მხარდაჭერისა და ჩართულობისთვის.

"ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა "ეუთო"-ს გენერალურ მდივან ჰელგა შმიდთან. ყურადღება გავამახვილეთ საქართველო-ეუთოს თანამშრომლობაზე და კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე. განვიხილეთ საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკა. მადლობას ვუხდი "ეუთო"-ს საერთაშორისო ასპარეზზე ფასდაუდებელი მხარდაჭერისა და ჩართულობისთვის",- წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "Twitter"-ში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930