გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი: სამინისტროს გააჩნია 2030 წლისთვის ძალიან დეტალური საგზაო რუკა, რომელიც ფაქტობრივად ყველა მიმართულებას ფარავს

19-06-2021

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბორჯომში გამართულ მინისტრთა კაბინეტისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრაზე სამინისტროს განვითარების 10 წლიანი სამოქმედო გეგმა წარმოადინა.

„ეს არის ძალიან დეტალური საგზაო რუკა, რომელიც სამინისტროს ფაქტობრივად ყველა მიმართულებას ფარავს და გვაჩვენებს 2030 წლისთვის ეკონომიკური კუთხით რა პარამეტრებს უნდა მივაღწიოთ სოფლის მეურნეობის და კვების წარმოების ნაწილში. ასევე, რა ტიპის პოლიტიკა უნდა გვქონდეს გარემოსდაცვით მიმართულებებზე. აღნიშნული დოკუმენტი, რა თქმა უნდა, თანხვედრაშია ასოცირების ვალდებულებებთან, იმისთვის რომ კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ევროპას და 2024 წლისთვის ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებით გავაკეთოთ განაცხადი“,- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ბორჯომში მიმდინარე შეხვედრაზე ქვეყნის განვითარების სტრატეგიული გეგმები განიხილება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31