გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის 2021 წლის არჩევნებში ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველის მონაწილეობის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი იქნება

22-06-2021

ადგილობრივი თვითმმართველობის 2021 წლის არჩევნების დროს, შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით განხორციელდება საარჩევნო უბნების განთავსებისათვის არანაკლებ 4 შენობა-ნაგებობის ადაპტირება.

ჩანაწერი ამის შესახებ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ კანონპროექტში აისახება, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით იქნა განხილული.

აღნიშნული მოსაზრებით სხდომაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი გამოვიდა, რაც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა და მომხსენებელმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გაიზიარა.

კანონის მოქმედ რედაქციაში გაწერილი ანალოგიური რეგულაცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ვრცელდებოდა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031