26-06-2021
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 7 ფაქტი გამოავლინეს.
დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, უკანონო ტრანსპორტირების 1 ფაქტი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, 2 ფაქტი დაბა ბაკურიანში, 4 ფაქტი კი ადიგენის მუნიციპალიტეტშია გამოვლენილი.
ბორჯომისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში, ასევე დაბა ბაკურიანში მოქალაქეები უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი (ნაძვი, ფიჭვი) და ფოთლოვანი (წიფელი) სახეობების - ჯამში 15 კუბური მეტრი ხე-ტყის ტრანსპორტირებას შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდნენ.
ადიგენის მუნიციპალიტეტში კი, მოქალაქეს, ავტომანქანის ძარაზე განთავსებული ჰქონდა 3.8 კუბური მეტრი წიწვოვანი სახეობის (ფიჭვი) საშეშე მერქანი. გადამოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ აღნიშნული ხე-ტყე არ იყო მოპოვებული ავტომანქანის მძღოლის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში მითითებული სატყეო უბნის კვარტალში.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
13-05-2026
| « ივნისი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
| 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 |
| 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 |
| 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
| 29 | 30 | |||||