გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე ნაციონალურ მოძრაობას: იმუშავეთ არა კარვებში, არამედ პარლამენტში

28-06-2021

„ამ დარბაზში ხშირად ვისმენთ ძალიან ბევრ სიცრუეს და გასაკვირი არც ის იყო, როდესაც პრემიერ-მინისტრი საქმეზე საუბრობდა და ჩვენი ოპონენტები ძირითადად იყვნენ უსაგნო ბრალდებებით, ტყუილის ტირაჟირებით დაკავებულები და ამით ცდილობდნენ მოსახლეობის ყურადღება წინასაარჩევნოდ მიექციათ. სიცრუით არ უნდა იცხოვროთ. იმუშავეთ არა კარვებში, არამედ პარლამენტში",-ასე მიმართა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ ნაციონალურ მოძრაობას რიგგარეშე სესიის სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენა რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურის მიხედვით მიმდინარეობს. „ყველა მიმართებით არის პრობლემები და სამუშაო, მაგრამ თქვენ რასაც ხატავთ, თითქოს აპოკალიფსია და ქვეყანა იქცევა, არა. ქვეყანა პოზიტიურად ვითარდება და პანდემიის დროსაც ეს პოზიტიური დინამიკა გარკვეულად შეფერხდა. ჩვენ შევძლებთ რომ დავძლიოთ, მაგრამ თქვენც უნდა გქონდეთ ამის სურვილი, არ უნდა გაცდეთ რეალობას. გულწრფელობა, ობიექტურობა, ღირსება არ უნდა მიყვებოდეს სავარძელს და სადაც ხართ, ყველგან უნდა ფლობდეთ ამ ჩვევებს",-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031