გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საარჩევნო კოდექსის ცვლილებებზე საკომიტეტო განხილვები დასრულდა

28-06-2021

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები, თანმდევ პროექტებთან ერთად.


კომიტეტმა საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე გატანას ერთხმად დაუჭირა მხარი.



მესამე მოსმენით განხილვამდე, კომიტეტმა მეორე მოსმენისას დამატებითი განხილვისათვის გადადებულ საკითხებზე იმსჯელა და მხარი დაუჭირა ორ დანართს.


ერთი დანართით რეგულირდება თვითმმართველი თემებისა და თვითმმართველი ქალაქების (გარდა თბილისისა) საკრებულოს მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემებით არჩეული შემადგენლობები, ხოლო მეორე დანართით - მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნებისთვის თვითმმართველ თემებში (გარდა თემების ადმინისტრაციული ცენტრებისა) ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების სახელწოდებები და საზღვრები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930