გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე თამარ ჟვანიაზე: კარგი იქნებოდა ჯერ ოპოზიციისგან ბოდიში მოესმინა და შემდეგ გადამდგარიყო

30-06-2021

"კარგი იქნებოდა ჯერ ბოდიში მოესმინა ოპოზიციის მხრიდან და შემდეგ გადამდგარიყო, იმ ოპოზიციისგან, რომლებმაც თვეების განმავლობაში აბსოლუტურად დაუმსახურებლად შეურაცხყოფა მიაყენეს და ტყუილი დააბრალეს" - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა, ამაში ბუნებრივია, სხვა ვერავინ ჩაერევა. მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მისი სიმართლე და სიმართლე მთლიანად ცესკოსი უკვე დადასტურებულია. ამის მაგალითად შეიძლება მოვიტანოთ ISFED-ის დასკვნა, რომელიც აღმოჩნდა ტყუილი და ამით კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა თამარ ჟვანიასა და ცესკოს სიმართლეს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

თამარ ჟვანია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს, ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031