გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: არცერთ პარტიას, ენჯეოს და მედიას არ აღმოაჩნდა არც კაცური ღირსება და არც ქალური სოლიდარობა, თამარ ჟვანიასთვის ბოდიში მოეხადა

30-06-2021

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას მიერ თანამდებობის დატოვების ფაქტს ეხმიანება.

"ორი სიტყვით თამარ ჟვანიას გადადგომასთან დაკავშირებით.

ცესკოს თავმჯდომარეს, რომელმაც სუფთად ჩაატარა 5 ძირითადი და 10-ზე მეტი შუალედური არჩევნები:

- გაუყალბეს პარალელური ხმის დათვლა (ე.წ. პივიტი);

- გაუყალბეს 8-პროცენტიანი ზედმეტობა;

- გაუყალბეს არჩევნების შედეგების დაგვიანებით გამოცხადება;

- გაუყალბეს არჩევნების გაყალბება...

ამ ყველაფრის გამყალბებელმა პარტიებმა, ენჯეოებმა და მედიამ ვერ დაასაბუთეს ვერცერთი ბრალდება - რაც არ არსებობს, იმას ვერც დაასაბუთებ.

თუმცა, არცერთ პარტიას, ენჯეოს და მედიას არ აღმოაჩნდა არც კაცური ღირსება და არც ქალური სოლიდარობა, თამარ ჟვანიასთვის ელემენტარული ბოდიში მოეხადა" - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

თამარ ჟვანიამ თანამდებობიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება დღეს, სოციალური ქსელის მეშვეობით გაახმოვანა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31