1-07-2021
„გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ - გრძელვადიანი ხედვა დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა წარადგინა. მინისტრმა მექანიზაციის განვითარების ხედვის მიმართულებებზე დეტალურად ისაუბრა.
„კონკრეტული ფართობების და სიმძლავრეების მიხედვით, გაანალიზებული გვქვს, თუ რა სასოფლო-სამეურნეო მექანიზაცია და დამხმარე იმპლემენტები არის საჭირო. რეგიონებში შეხვედრის დროს, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიმართულებით მხარდაჭერის საკითხი აქტიურად ისმის. შესაბამისად, 10 წლის განმავლობაში, სახელმწიფო მოახდენს თანადაფინანსებას და განახორციელებს ინვესტიციას სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციაში, რაც გულისხმობს, რომ საქართველო სრულად იქნება მექანიზირებული და აღჭურვილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
სახელმწიფოს მხრიდან გაგრძელდება და შემუშავდება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების მიზნობრივი პროგრამები, რაც გულისხმობს ყველა ტიპის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებას; 10-წლიანი გეგმის ფარგლებში, დაგეგმილია 1,7 მილიარდი ლარის ინვესტირება, საიდანაც სახელმწიფოს თანამონაწილეობა 700 მლნ ლარია.
დღეის მდგომარეობით, სოფლის განვითარების სააგენტოს საგრანტო პროგრამების ფარგლებში, 900 ბენეფიციარმა შეიძინა ახალი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და იმპლემენტები, თანადაფინანსების თანხამ 28 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და იმპლემენტების შესაძენად ჯამში, გაცემულია 124 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ორი ათასზე მეტი სესხი, სააგენტოს გაცემული თანადაფინანსება 12 მლნ ლარს აღემატება.
13-05-2026
| « ივნისი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
| 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 |
| 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 |
| 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
| 29 | 30 | |||||