გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანზორ მარგიანმა და ლევან თევზაიამ აფხაზეთის ომის ვეტერანებს სასურსათო დახმარება გადასცეს

1-07-2021

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ

მარგიანმა, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრ ლევან თევზაიასთან ერთად, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (I ჯგუფის) აფხაზეთის ომის ვეტერანებს სასურსათო პროდუქტები გადასცა.

ღონისძიებაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის მოადგილე მურად აბლოთია და სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი დავით ძალამიძე მონაწილეობდნენ.

სასურსათო დახმარება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სოციალური სოლიდარობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში მცხოვრებ 27 მკვეთრად გამოხატული შშმ (I ჯგუფის) ომის ვეტერანს გადაეცემა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031