გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავამ სასტუმრო „ბიოგრაფის" გახსნაში მიიღო მონაწილეობა

2-07-2021

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სასტუმრო „ბიოგრაფის" გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

4-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობაში კომპანია „მონოლით ჯგუფმა" 18 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. სასტუმროში, რომელიც 112 ნომერს მოიცავს, ამ ეტაპზე 40 ადამიანია დასაქმებული, თუმცა უახლოეს პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა იგეგმება.

ნათია თურნავას თქმით, მისასალმებელია, რომ სასტუმრო უკვე აქტიურად იღებს ჯავშნებს და ამ დღეებში პირველ ტურისტებს ელოდება.

„თბილისის ისტორიულ უბანში კიდევ ერთი ძალიან საინტრესო ახალი პროექტი განხორციელდა, რომელიც მთლიანად ქართული ინვესტიციით შეიქმნა. ჩვენ მაქსიმალურად დავუდგებით გვერდში და დავეხმარებით მათ პერსონალის დატრენინგებაში, ვინაიდან მაღალკვალიფიციური პერსონალის ყოლა ძალიან მნიშვნელოვანია სასტუმროებისთვის. უნდა ითქვას, რომ ინვესტორებს ძალიან დიდი გამბედაობა დასჭირდათ, კოვიდის დროს გაეხსნათ ახალი სასტუმრო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ძალიან წარმატებული წამოწყება იქნება.

სასტუმრო უკვე თითქმის სრულად დაჯავშნილია და რამდენიმე დღეში ისრეალიდან პირველ სტუმრებს ელოდებიან, მოგვიანებით კი უკრაინიდან. ჩვენი პროგნოზით, ეკონომიკის ზრდა და ტურიზმის აღდგენა უნდა მოხდეს სწრაფად და დარწმუნებული ვარ, ეს სასტუმრო ისევე, როგორც სხვა ახალი მცირე და საშუალო სასტუმროები თბილისსა და მთლიანად საქართველოში, წარმატებით გააგრძელებენ საქმიანობას", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031