გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
22-ე ბატალიონმა GDRP-ის შემდგომ შენარჩუნების ფაზაში ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება ჩაატარა

3-07-2021

22-ე ბატალიონმა GDRP-ის შემდგომ შენარჩუნების ფაზაში ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება ლეიტენანტ შ. ხურციძის სახელობის საწვრთნელ ცენტრ ,,ორფოლო"-ში გამართა.

საჩვენებელ სწავლებას, რომელიც ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასავლეთის სარდალი ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია დაესწრო.

ამოცანაზე ორიენტირებულ სწავლებაში მონაწილეობას ალფა ასეულთან ერთად ტანკსაწინააღმდეგო, ჯაველინის ჯგუფები, ჰაერსაწინააღმდეგო, სატანკო და საინჟინრო ქვედანაყოფები იღებდნენ.

ასეულს მხარს საარტილერიო ბატალიონი 152 მმ დანა ბატარეა, 82 მმ ნაღმმტყორცნთა ჯგუფი და სატანკო ოცეული უჭერდა.

სწავლების მთავარი ამოცანა ქვედანაყოფის ცოდნის ამაღლება და სხვა ქვედანაყოფებთან ურთიერთქმედებას და კომბინირებულ მოქმედებების წარმოებას გულისხმობდა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31