გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

7-07-2021

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა დავით აღმაშენებლის გამზირის, ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ),აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ), ნოდარ ბოხუას, პეტრიწის, აკაკი ბელიაშვილის, მოსაშვილის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, ივანე ჯავახიშვილის, ჩიქობავას, ჩერნიშევსკის, არჩილ ქურდიანის და ზაქარია ქურდიანის ქუჩების მოსახლეობას, ხოლო 14:00 საათიდან 18:00 საათამდე ვაშლიჯვრის დასახლების IIა ზონის, ვაშლიჯვრის დასახლების, გოძიაშვილის, პეტრიწის, მუხრან მაჭავარიანის და ემხვარის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას ყაზბეგის გამზირის, საირმის გორას, საირმის, შმიდტის და ბურძგლას ქუჩების მოსახლეობა, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე არსენას ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობა, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე კახეთის გზატკეცილის და ვარკეთილი-3 I კვარტლის (ნაწილობრივ) მოსახლეობა, ხოლო 14:00 საათიდან 16:00 საათამდე დიმიტრი გულიას, რიჩარდ ჰოლბრუკის, იორის და იუნკერთა ქუჩების მოსახლეობა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930