გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
გრიგოლია უდუმაშვილს: სპეცოპერაციების კრიტიკა "ნაცმოძრაობის" ძლიერი მხარე არ არის

16-05-2018

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი გადაცემა "რეაქციაში" კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას აკრიტიკებდა, როდესაც გადაცემის წამყვანმა ინგა გრიგოლიამ პოლიტიკოსს "იმედში" შევარდნა გაახსენა: 

"იქაც იგივე კითხვები იყო, რა საჭირო იყო სპეცდანიშნულების შევარდნა. ჟურნალისტების იატაკზე დაყრა. ის გაცილებით კიდევ უფრო მძიმე თემა იყო, არ არის თქვენი "ნაციონალური მოძრაობის" მძიმე მხარე სპეცოპერაციებზე ხელისუფლება აკრიტიკოთ", - აღნიშნა ინგა გრიგოლიამ. 

"ინგა, მე ამას ვერასდროს ვერ გავამართლებ! ის, რომ იმ დროს შეცდომა იყო დაშვებული ამართლებს ამ საქციელს?! ამიტომ გამართლებულია გახარიას საქციელი?! როგორც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, დღეს საქართველოს ეკონომიკა იმიტომ არის ჩავარდნილი, რომ 25 წლის წინ საქართველოში სამოქალაქო ომი იყო, ასეთ სიღრმეებში უნდა წავიდეთ?!" - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ipress

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930