გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი "ტვ პირველს" და "მთავარ არხს": სანამ ამ ტელევიზიების ხელმძღვანელები და სახეები ადამიანის სიკვდილზე პოლიტიკური დივიდენდების დაწერით არიან დაკავებული, კომენტარს არ გაძლევთ

15-07-2021

„კომენტარს არ გაძლევთ მანამ, სანამ ამ ტელევიზიების ხელმძღვანელები და სახეები დაკავებული არიან ადამიანის სიკვდილზე პოლიტიკური დივიდენდების დაწერით“ - ასე პასუხობს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი "ტვ პირველს" და "მთავარ არხს".

მისი თქმით, ეს არის ამორალური, უზნეო კამპანია, რომელიც დაფუძნებულია ადამიანის სიკვდილზე პოლიტიკური დივიდენდების დაწერით.

„ბოიკოტზე არ მივდივართ, კომენტარს არ გაძლევთ მანამ, სანამ ამ ტელევიზიების ხელმძღვანელები და სახეები დაკავებულები არიან და პოლიტიკურ მოღვაწეობაში შემოდიან ადამიანის სიკვდილზე პოლიტიკური დივიდენდების დაწერით“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031