გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: პრეზიდენტ მიშელს ვთხოვე, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი გამოაგზავნონ ევროკავშირის ეგიდით

19-07-2021

პრეზიდენტ მიშელს მივმართე თხოვნით, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი გამოაგზავნონ ევროკავშირის ეგიდით და მისიით საქართველოში მოახლოებულ არჩევნებზე, რომ არავის არ მიეცეს საშუალება, ნებისმიერი მიზეზით, სპეკულაციის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ, მედიასთან განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მან შარლ მიშელთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მთავრობა არის აბსოლუტურად მობილიზებული, რათა მოახლოებული არჩევნები ჩატარდეს მაქსიმალურად მშვიდ გარემოში, იყოს პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე და ტრანსფარენტული.

„მე მას ვუთხარი, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად მობილიზებული, რომ მოახლოებული არჩევნები ჩატარდეს მაქსიმალურად მშვიდ გარემოში, იყოს პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე, ტრანსფარენტული და ზოგადად, მე მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ, პრეზიდენტ მიშელს მივმართე თხოვნით, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი გამოაგზავნონ ევროკავშირის ეგიდით და მისიით საქართველოში მოახლოებულ არჩევნებზე, რომ არავის არ მიეცეს საშუალება, ნებისმიერი მიზეზით, სპეკულაციის", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031