გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: პრეზიდენტი ბაიდენი საქართველოს და ამ რეგიონს იცნობს, რაც დიდი უპირატესობაა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების კონტექსტში

19-07-2021

ატლანტის ოკეანის იქით, შეერთებულ შტატებს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. პრეზიდენტმა ბაიდენმა კვლავ დაამყარა კავშირი ევროკავშირში თავის კოლეგებთან და პრეზიდენტ პუტინსაც შეხვდა შეერთებული შტატების გლობალური ჩართულობის განახლებულ ფორმატში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე - „საქართველოს ევროპული გზა" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მე არაერთხელ შევხვედრივარ პრეზიდენტ ბაიდენს. ის იცნობს საქართველოს და ამ რეგიონს. ეს დიდი უპირატესობაა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების კონტექსტში და, თავის მხრივ, პოზიტიური მოვლენაა მთელი რეგიონისთვის", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031