გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კუჭავა: კალაძის გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ!

20-07-2021

პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა „ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის წარდგენაზე სიტყვით გამოვიდა.

კახა კუჭავას გამოსვლის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"დღეიდან, ,,ქართული ოცნება" წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და დარწმუნებული ვარ, მთელი საქართველოს მასშტაბით დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ.

ვსაუბრობთ რა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, არ შეიძლება არ აღვნიშნო პარლამენტის მიერ განხორციელებული საარჩევნო რეფორმა, რომელმაც მნიშვნელოვნად შეცვალა საარჩევნო კოდექსი და ეს ცვლილება საერთო კონსესუსის ფონზე განხორციელდა, რასაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები მაღალ შეფასებებს აძლევენ. სწორედ ეს, მე ვიტყოდი, ამბიციური რეფორმა მაძლევს იმის თქმის საფუძველს , რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით ჩატარდება. არჩევნებზე დამკვირვებლებად მოწვეულნი არიან საერთაშორისო ორგანიზაციების, დელეგაციების და მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც ამაში თავად დარწმუნებიან.

რაც შეეხება თბილისს - ყველა ხედავს, რომ ბოლო წლების განმავლობაში, თბილისი თანდათან ხდება თანამედროვე, ევროპული ქალაქი, სადაც სხვადასხვა პროექტის განხორციელების დროს დიდი ყურადღება ენიჭება გარემოს, გარემოსდაცვით სტანდარტებს, გამწვანებას. ასევე, იქმნება ახალი რეკრეაციული ზონები, რაც ცხადია ყველა თაობის წარმომადგენლისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა მე გამოვყოფდი ჩვენს ბავშვებს, ჩვენს მომავალ თაობას.

გარდა იმისა, რომ ვხედავთ წარმატებებს, ასევე არასდროს გვიჭირს, თვალი გავუსწოროთ გამოწვევებს, რომელიც არსებობს როგორც დედაქალაქის, ასევე მთელი ქვეყნის წინაშე და ამ გამოწვევების დასაძლევად ყველამ ერთად, რა თქმა უნდა კიდევ ძალიან ბევრი უნდა ვიშრომოთ, ამ გამოწვევების დასაძლევად მიმაჩნია, რომ ქართული ოცნება ერთადერთი სწორი არჩევანია.

მე ხშირად ვამბობ და განვმეორდები, რომ ჩვენ, ყველას გვაქვს ერთი სამშობლო, რომლის ისტორიული არჩევანი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა. ეს არის მიზანი, რომელსაც აუცილებლად მივაღწევთ.

მინდა დასასრულს, წარმატება და გამარჯვება ვუსურვო ჩვენს კანდიდატს, რაშიც აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ" განაცხადა კუჭავამ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2021    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031