გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯუანშერ ბურჭულაძე: წელს ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან თანამშრომლობით ჯაველინების დამატებითი პარტიის შეძენა იგეგმება

22-07-2021

„ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობების განვითარების მიზნით, მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ჯავშანსატანკო და მექანიზებული ქვედანაყოფების წინააღმდეგ ეფექტური საშუალებების შესყიდვა. ამ მიზნით, მიმდინარე წელს ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან თანამშრომლობით იგეგმება დამატებით ჯაველინების პარტიის შეძენა.

ასევე იგეგმება ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი შესყიდვების განხორციელება“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ძალების განვითარების 10-წლიანი გეგმის წარდგენისას.

მინისტრის განმარტებით, შესაძლებლობების შერჩევის პროცესი შესაბამისი სპეციალისტების ჯგუფების ანალიზისა და კვლევის საფუძველზე მიმდინარეობს, რაც ეფექტიანი შეიარაღების სისტემების შესყიდვას უზრუნველყოფს. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, გრძელვადიანი გეგმის მიხედვით, არსებული საბჭოთა შეიარაღების სისტემების თანამედროვე შეიარაღების სისტემებით ჩანაცვლდება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31