გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საავიაციო პარკის სრულად აღდგენის პროცესის ფარგლებში, მხოლოდ წელს 4 მოიერიშე და 7 ვერტმფრენი გარემონტდება

22-07-2021

თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ 2020-2030 წლებისთვის უწყების სამოქმედო გეგმის წარდგენისას ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა, როგორიცაა ავიაციის მიმართულების განვითარება.

„ავიაციის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები დავსახეთ. საავიაციო პარკის სრულად აღდგენის პროცესის ფარგლებში, მხოლოდ წელს გარემონტდება 4 მოიერიშე და 7 ვერტმფრენი. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული საფრენი აპარატების აღდგენა ხდება ჩვენი საკუთარი რესურსით, რასაც პრემიერის მინისტრობის დროს ჩაეყარა საფუძველი და რამოდენიმე წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა“, - აღნიშნა მინისტრმა.

მისი განცხადებით, აღდგენა-მოდერნიზაციის პარალელურად, ხორციელდება მფრინავებისა და ტექნიკური პერსონალის კვალიფიკაციისა და სპეციალობების შესაბამისი გადამზადება.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირადი შემადგენლობის მომზადების პროცესში აღნიშნა, ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად, მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების წვლილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031