გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ორშაბათიდან ტურისტულ ზონებში ქვეითი პატრული გამოჩნდება

18-05-2018

თბილისში, ტურისტულ ადგილებში ორშაბათიდან საპატრულო პოლიციის ქვეითი ქვედანაყოფის 20 ეკიპაჟი დაიწყებს პატრულირებას.

ამის შესახებ გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მან  მიმდინარე წელს შსს-ს მიერ გაწეული სამუშაოს შედეგების, დაგეგმილი რეფორმებისა და 12 მაისს თბილისის კლუბებში ჩატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.

„დღეის მდგომარეობით ჩვენ განსაზღვრული გვაქვს თბილისში კონკრეტული ადგილები და მარშრუტები, სადაც ორშაბათიდან საპატრულო პოლიციის ქვეითი ქვედანაყოფის 20 ეკიპაჟი დაიწყებს პატრულირებას ტურისტულ ზონებში და ყოველთვიურად მიემატება მას დამატებით 20 ეკიპაჟი. ჩენ ვგეგმავთ, რომ ასეთი ქვეითი პატრულირების ქვედანაყოფი შედგებოდეს 60 ეკიპაჟისგან, რომელმაც სრულად უნდა გააკონტროლოს თბილისში ტურისტული ლოკაციები. ეს გახლავთ, ჩათვალეთ ე.წ. რაღაც მსგავსი ტურისტული პატრულის, რომელიც, რა თქმა უნდა, იქნება ეფექტური, მიეხმარება, როგორც მართლწესრიგის დაცვას, ასევე, მომსახურებას გაუწევს ტურისტებს, რომლებიც სტუმრობენ ჩვენს ქალაქს,“ - განაცხადა გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031