გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

5-08-2021

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.


კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა ვაჟა- ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის, კოსტავას, ცოტნე დადიანის, ზაქარაიას, სამღერეთის, ინტერნატის, გორგასალის, ათონელის, ხიდის, მახათის მთის, ქვალონის, ცაიშის, ორბელიანის, კრწანისის, ბერძენიშვილის, ფალიაშვილის, აბაშიძის, მუხაძის, ბაზალეთის, ნადირაძის და იოსელიანის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.


11:00 საათიდან 15:00 საათამდე ვერ მიირებს ელექტროენერგიას აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III მიკრორაიონის და ფარსადანის ქუჩის მოსახლეობა, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), ბოგდან ხმელნიცკის, ლებანიძის, ბორჯომის და წინამძღვრიშვილის ქუჩების მოსახლეობა, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), წყალტუბოს და მირცხულავას ქუჩების მოსახლეობა, ხოლო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე სოფელი გლდანის, გლდანულას დასახლების და კობახიძის ქუჩის მოსახლეობა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930