გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისში, თოიძის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

10-08-2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შესული შეტყობინების თანახმად, თბილისში, მოსე თოიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში შეინიშნებოდა დაკვამლიანება და საჭირო იყო მეხანძრე-მაშველების დახმარება.


შეტყობინებაზე რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. ადგილზე მისული მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ხანძარი გავრცელებული იყო სამსართულიანი იტალიური ტიპის საცხოვრებელი სახლის სასხვენო გადახურვაზე. არსებობდა ცეცხლის უფრო დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება. ამ დროისთვის ადგილზე მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.


თოიძის ქუჩაზე მუშაობდა 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031