გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნატოს ყოფილი მეკავშირე ოფიცერი უწყებრივი მედლით დააჯილდოვეს

10-08-2021

ნატოს მეკავშირე ოფიცერმა თავის მისია საქართველოში დაასრულა. საქართველოსა და ნატოს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ნატოს უკვე ყოფილი მეკავშირე ოფიცერი, პოლკოვნიკი გინტარას ბაგდონასი დღეს უწყებრივი მედლით - „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა და საქართველოში წარმატებული მისიისთვის მადლობა გადაუხადა.


დღესვე, თავდაცვის ძალების მეთაურს ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა როსარია პუგლისმა ნატოს ახალი მეკავშირე ოფიცერი, პოლკოვნიკი რუსენ აბიდინოღლუ წარუდგინა. ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი, ასევე უწყების სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031