გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვარკეთილში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა

21-05-2018

ვარკეთილის მესამე მასივში ოთხსართულიანი ავარიული კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. კორპუსში სულ 8 ოჯახი ცხოვრობს.
სამგორის გამგებლის, კახა გულედანის განცხადებით, დაზარალებულებს დროებითი საცხოვრებლით გამგეობა უზრუნველყოფს.
„სადარბაზოში განხორციელდა ნგრევა. ჩვენ მოვახდინეთ მოსახლეობის ევაკუაცია, ყველა გამოყვანიალია. მათ დღესვე დავაბინავებთ.
საცხოვრებელ ფართს მუნიციპალიტეტი აუნაზღაურებთ. ნაწილს ქირით გადავიყვანთ, ნაწილს კი სასტუმროში დავაბინავებთ“- განაცხადა კახა გულედანმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930