გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ჩხენკელი ქართველი მეცნიერისა და პედაგოგის თამაზ კვაჭანტირაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

16-08-2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერისა და პედაგოგის თამაზ კვაჭანტირაძის გარდაცვალების გამო.


„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი ქართველი ფილოლოგის, ქართული სიტყვის დიდოსტატის – თამაზ კვაჭანტირაძის გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.


თამაზ კვაჭანტირაძე მრავალი წლის განმავლობაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეწეოდა პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას. იგი არა მხოლოდ სტუდენტებისთვის, არამედ ფართო საზოგადოებისთვის საყვარელი ლექტორი გახლდათ.


თამაზ კვაჭანტირაძის სატელევიზიო გადაცემათა ციკლი „ტელეციკლი ქართულ ენასა და ლიტერატურაში“ და „მოგზაურობა სასიტყვეთში“ ერთნაირად ხიბლავდა ყველა თაობის მსმენელს, სადაც ავტორი მათ ქართული მწერლობისა და სიტყვის სამყაროში დაუვიწყარ მეგზურობას უწევდა.


თამაზ კვაჭანტირაძე 1993-1998 წლებში საქართველოს რესპუბლიკის განათლების მინისტრი გახლდათ.


კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს. თამაზ კვაჭანტირაძის გარდაცვალება უდავოდ დიდი დანაკლისია ფილოლოგიური მეცნიერებისა და ქართული საზოგადოებისათვის.“

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031