გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით უსუფაშვილი: სახელისუფლებო პარტიის და ოპოზიციური სპექტრის ფართო წრის ასეთი ერთობლივი ინიცირებით თითქმის არ მახსენდება ცვლილებების პროექტი

16-08-2021

„კონსტიტუციური პროექტის შექმნამდე, შეჯერებამდე ძალიან სერიზული საუბრები და კონსულტაციები იყო, რომლის შედეგადაც მივიღეთ ისეთი პროდუქტი საკონსტიტუციო ცვლილებების სახით, რომელიც ბევრი არ გვქონია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში იმ თვალსაზრისით, რომ სახელისუფლებო პარტიის და ოპოზიციური სპექტრის ფართო წრის ერთობლივი ინიცირებით თითქმის არ მახსენდება ცვლილებების პროექტი", - განაცხადა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა დავით უსუფაშვილმა საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვისას, რომელიც ქუთაისში მიმდინარეობს.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, ასეთი შეთანხმებების მიღწევა და შემდეგ მათი რეალიზება ძალიან მნიშვნელოვანია.

„როგორც ირკვევა, ყველაზე დიდი ხიფათი, რაც შეიძლება საზოგადოებაში, სახელმწიფოში დაგვემართოს, არის სიტყვის ფასის დაკარგვა, დევალვაცია. ლარის კურსის დაცემა ხომ დიდი პრობლემაა, მაგრამ სიტყვის ფასის დაცემა კიდევ უფრო დიდი პრობლემაა, რადგან მას მოჰყვება ნდობის, შესაძლებლობების, წინსვლის დაკარგვა ბიზნესშიც, პოლიტიკაშიც და ყველანაირ ურთიერთობაში", -განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031