გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რევაზ სოხაძე ლილოს დასახლების მცხოვრებლებს შეხვდა

17-08-2021

ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სამგორის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა რევაზ სოხაძემ შეხვედრები ამჯერად ლილოს მოსახლეობასთან გამართა.


ლილოს დასახლებაში გასულ წლებში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა: მოასფალტდა შიდა ეზოები, მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და სპორტული მოედნები.


მიუხედავად ამისა, ლილოს დასახლებაში, სერიოზულ გამოწვევად რჩება სასმელი წყლით უზრუნველყოფისა და მეფრინველეობის ქუჩაზე მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების დაკანონების საკითხი, რმელთა გადაჭრა უახლოეს მომავალში იგეგმება.


დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას პირადად გააცნო მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია და მოისმინა მათი საჭიროებები.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930