გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ აბაშიძემ მთაწმინდის მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა გამართა

19-08-2021

თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე აგრძელებს მოსახლეობასთან შეხვედრებს.

ზურაბ აბაშიძე ამჯერად გოგებაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა და მათთან ბოლო 4 წლის განმავლობაში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით განხორციელებული კულტურული, ინფრასტრუქტურული, ჯანდაცვის, სოციალური და ურბანული პროექტები განიხილა. მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობასთან საუბრისას აღნიშნა, რომ, გამარჯვების შემთხვევაში, რაიონის განვითარების ხელშეწყობისთვის კიდევ არაერთ მნიშვნელოვან ინიციატივასა და პროექტს განახორციელებს.


ზურაბ აბაშიძე: „გოგებაშვილის ქუჩის მცხოვრებლებთან შეხვედრისას მთაწმინდის რაიონში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები და აქტუალური საკითხები განვიხილეთ. დავსახეთ პრიორიტეტები და ინიციატივები, რომლებსაც, სამომავლოდ „ქართული ოცნების" გუნდთან ერთად განვახორციელებთ.


მნიშვნელოვანია, მოქალაქეებისგან პირადად მოვისმინოთ პოზიციები და გავაცნოთ მათ ჩვენი სამომავლო გეგმები და ხედვები რაიონში არსებული გამოწვევების დასაძლევად".

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930