გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოთარ შამუგია: ყველა რესურსი მობილიზებულია, რომ მევენახეებმა ყურძნის დაბინავება შეუფერხებლად შეძლონ

28-08-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე - ოთარ შამუგია დღეს, კახეთში სეტყვით დაზარალებულ მევენახეებს რამდენიმე მუნიციპალიტეტში შეხვდა და პირადად მოინახულა დასეტყვილი ვენახები. შეხვედრებში მონაწილეობდნენ კახეთის გუბერნატორი - ირაკლი შიოშვილი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსო - ლერი ბარნაბიშვილი.


ოთარ შამუგიამ, სოფელ აკურაში შეკრებილ მევენახეებს განუმარტა, რომ სახელმწიფო სრულ მზადყოფნაშია, დასეტყვილი ყურძნის შეუფერხებლად დასაბინავებლად.


მინისტრის მოადგილე, სოფელ აკურაში სახელმწიფო საწარმოს ყურძნის მისაღებად მზადყოფნას გაეცნო. ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთის რეგიონში ყვარლის, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4600 ჰექტარი ვენახი დააზიანა.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის დავალებით, სახელმწიფო საწარმო შპს "მოსავლის მართვის კომპანია" დღეიდან მზად არის, სეტყვით დაზიანებული ყურძნის მიღება გადამუშავებისთვის.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031