გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სტიქიის შედეგად დაზიანებული ყურძნის ჩაბარება შეუფერხებლად მიმდინარეობს

30-08-2021

სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანიამ" 1200 ტონამდე სეტყვით დაზიანებული ყურძენი გადაამუშავა.


26 აგვისტოს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, გურჯაანის, თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში 4600 ჰა ფართობის ვენახები დააზიანა.


სახელმწიფო ღვინის საწარმომ ყურძნის მიღება სტიქიიდან მეორე დღესვე, კახეთის რეგიონის დაზარალებულ მუნიციპალიტეტებში 3 ლოკაციაზე დაიწყო.


დასეტყვილი ყურძენი ღვინის საწარმოებს 300-მდე მევენახემ ჩააბარა.


სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის ჩაბარებას მევენახეები 3 სექტემბრის ჩათვლით შეძლებენ: 1 კგ რქაწითელს 0,80 ლარად და 1 კგ საფერავს - 1 ლარად.


მევენახეები, რომლებსაც სეტყვამ 100 %-ით გაუნადგურა მოსავალი ერთჯერადი კომპენსაციის სახით თითოეულ 1 ჰა ფართობზე 3000 ლარს მიიღებენ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31