გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ აბაშიძემ მთაწმინდის მოსახლეობასთან მორიგი წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა

1-09-2021

„ქართული ოცნების" თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ აბაშიძე მოსახლეობასთანწინასაარჩევნო შეხვედრები სულხან-საბას ქუჩასა და ოლივერ უორდროპის სახელობის სკვერში გამართა. მაჟორიტარობის კანდიდატმა ადგილობრივი მცხოვრებლების საჭიროებები მოისმინა და მათ უბნის განვითარების კუთხით სამომავლო გეგმები გააცნო.

 

ზურაბ აბაშიძე: ჩვენ, ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პარალელურად, აუცილებლად უნდა შევუწყოთ ხელი რაიონის ტურისტული პოტენციალის განვითარებას, რისთვისაც მნიშვნელოვანია კიდევ უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება და ქუჩების კეთილმოწყობის პროგრამების მხარდაჭერა."

 

მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრები, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების სრული დაცვით, სისტემატურად გაგრძელდება, რადგან სწორედ მათთან საუბარში იკვეთება რაიონში არსებული ყველაზე რეალურგამოწვევები, რომელთა დაძლევის გზებზე მუშაობა ისევ და ისევ მოსახლეობის ჩართულობით უნდა განხორციელდეს

 

მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს, პარლამენტის წევრი, მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარ დეპუტატი ბექა ოდიშარია, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე გიგა ახვლედიანი ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031