გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური უკრაინის შსს ეროვნული გვარდიის მეთაურს შეხვდა

2-09-2021

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და მისი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე უკრაინის შსს ეროვნული გვარდიის მეთაურს, გენერალ-პოლკოვნიკ მიკოლა ბალანის შეხვდნენ.  მხარეებმა შეხვედრაზე ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის დეტალებზე ისაუბრეს.


თავდაცვის ძალების მეთაურთან შეხვედრის შემდეგ გენერალ-პოლკოვნიკ მიკოლა ბალანს ეროვნული გვარდიის უფროსმა უმასპინძლა. ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და უკრაინის ეროვნულ გვარდიებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობასა და სამომავლო თანამშრომლობაზე.


შეხვედრაზე უკრაინულ დელეგაციას პრეზენტაციის სახით წარედგინა ინფორმაცია ეროვნული გვარდიის შესახებ. საუბარი შეეხო ეროვნული გვარდიის რეზერვის, მობილიზაციისა და რეკრუტირების სისტემის განვითარების საკითხებს, ასევე ეროვნულ გვარდიაში მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებს.

შეხვედრის ბოლოს გენერლებმა სიმბოლური საჩუქრები გაცვალეს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031