გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვახტანგ გადელია სენაკში, დემურიას ქუჩის ამომრჩევლებს შეხვდა

8-09-2021

,,ქართული ოცნების“ სენაკის მერობის კანდიდატი ვახტანგ გადელია დემურიას ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა.

,,ეს შეხვედრა ჩემთვის განსაკუთრებულად ემოციური იყო - შეხვედრა ბავშვობასთან.

ქავთარაძის ქუჩა - ადგილი, სადაც დავიბადე, გავიზარდე, მშობლიური გარემო, რომელთანაც საუკეთესო წლები მაკავშირებს.

ჩემი ბავშვობის ქუჩა ღირსეული სენაკელი ახალგაზრდის, დავით დემურიას სახელს ატარებს.

დღეს ამ ადამიანების წინაშე მერობის კანდიდატის რანგში დგომა ჩემთვის პატივიცაა და უდიდესი პასუხისმგებლობაც.

ჩემთვის მნიშვნელოვანია მათი ნდობა, თანადგომა და მხარდაჭერა.

მე მათ პირობა მივეცი, რომ მზად ვარ სენაკის უკეთესი განვითარებისთვის თავი არ დავზოგო და მუნიციპალიტეტს მაქსიმალურად მოვახმარო ჩემი გამოცდილება და რესურსი” - აღნიშნა მერობის კანდიდატმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930