გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საერთო სამაგისტრო გამოცდის საბოლოო შედეგები ცნობილია

9-09-2021

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა საერთო სამაგისტრო გამოცდის აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა. მაგისტრობის მსურველებს საშუალება აქვთ ასევე იხილონ გათანაბრებული ქულები. ეს არის ის საბოლოო შედეგი, რომლითაც დგინდება, გადალახა თუ არა გამოცდებში მონაწილემ ზღვარი ტესტის ამა თუ იმ ნაწილში.


მიღებული ქულის სანახავად მაგისტრანტობის კანდიდატი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, სადაც შედეგთან ერთად განთავსებულია  სკანირებული ნაშრომიც.


შედეგების გაგება გამოსაცდელებს მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეუძლიათ. ამისათვის მათ მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნონ ნომერზე 93333.

 

2021 წელს საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების სურვილი 12 800 -ზე მეტმა პირმა გამოთქვა. ტესტის  4 ნაწილიდან ნებისმიერ სამში კომპეტენციის მინიმალური ზღვრის გადალახვა საკმარისია იმისათვის, რომ საერთო სამაგისტრო გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ჩაითვალოს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031