გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სენაკის მერობის კანდიდატი ვახტანგ გადელია მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

9-09-2021

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სენაკის მერობის კანდიდატი ვახტანგ გადელია, ნოსირისა და გეჯეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან კობა კილასონიასთან, ქალაქის მაჟორიტარობის კანდიდატთან ბეჟან სანაიასთან და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის კანდიდატებთან ერთად, ნოსირისა და გეჯეთის ადმინისტრაციული ერთეულების და ქალაქის ამომრჩევლებს შეხვდა.


ვახტანგ გადელიამ მოსახლეობას განვითარების სამომავლო გეგმა და მიზნები გააცნო, მათგან კი, დღეს არსებული გამოწვევების შესახებ მოისმინა ინფორმაცია.


,,ჩვენ ერთად, ქალაქად და სოფლად, ეფექტურად მოვაგვარებთ მოსახლეობის პრობლემებს. ყოველთვის მზად ვიქნები მათი ინტერესების მხარდასაჭერად“ - აღნიშნა სენაკის მერობის კანდიდატმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031