გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონის მერობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

10-09-2021

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი სერგო ხიდეშელი მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად აგრძელებს.
,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პარტიულ კოორდინატორებთან ერთად, სოფლების: ხირხონისის, ქრისტესის, კომანდელის, სომიწოსა და წოლის მოსახლეობას შეხვდა.


ადგილობრივებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მიუხედავად მუნიციპალიტეტში განხორციელებული მასშტაბური პროექტებისა, მთავარ გამოწვევად მაინც საგზაო ინფრასტრუქტურისა და წყალმომარაგების მოწესრიგება რჩება.


“ჩემი, როგორც მერობის კანდიდატის მთავარი სურვილი და დაპირებაა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და საცხოვრებელი პირობები ეტაპობრივად გავაუმჯობესო“- განაცხადა შეხვედრისას სერგო ხიდეშელმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31