გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ბრიუსელში ბიჭუნას ცნობილ ქანდაკებას ქართული ჩოხა აცვია

26-05-2018

ბელგიაში, ბრიუსელის სიმბოლოს, ბიჭუნას ცნობილ ქანდაკებას Manneken-Pis ქართული ჩოხა აცვია. შესაბამის ფოტოს ევროკავშირში საქართველოს მისია ავრცელებს.


„გილოცავთ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს“, – ნათქვამია Twitter-ის გვერდზე.
პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის საიუბილეო თარიღი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს წარმომადგენლობების ჩართულობით წელს მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება.


პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილია საქართველოს შესახებ 100-ზე მეტი კულტურული ღონისძიება, სამეცნიერო კონფერენცია, საჯარო ლექციათა ციკლი და საგაზეთო სტატია. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები მთელი წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოაწყობენ პირველ დემოკრატიული რესპუბლიკასთან დაკავშირებულ ისტორიულ ფოტოგამოფენებს, საქართველოს კულტურის, ტრადიციებისა და დემოკრატიული განვითარების ამსახველ ღონისძიებებს.




1tv.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031