გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ამ არჩევნების ჩატარებით, კიდევ ერთხელ ბეჭედს დავუსვამთ სტაბილურობას, მშვიდობას და განვითარების ახალ ეტაპს დავიწყებთ ქვეყანაში

12-09-2021

რა თქმა უნდა, ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში ვიმარჯვებთ, 2 ოქტომბერს კიდევ ერთხელ ვიზეიმებთ ჩვენს საერთო გამარჯვებას და ამ გამარჯვებით, საფუძველი ჩაეყრება, კიდევ უფრო განმტკიცდება ჩვენი გრძელვადიანი განვითარება და ეს ტემპი  კიდევ უფრო გაიზრდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ასპინძის მერობის კანდიდატის, როსტომ მაგრაქველიძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მომდევნო სამი წელი ქვეყანაში აღარ იქნება არჩევნები.

"ჩვენ ამ არჩევნების ჩატარებით, კიდევ ერთხელ ბეჭედს დავუსვამთ სტაბილურობას, მშვიდობას და განვითარების ახალ ეტაპს დავიწყებთ ქვეყანაში, მასშტაბურ განვითარების ეტაპს, ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში და მუნიციპალიტეტში",- აღნიშნა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930