გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ აბაშიძე: მოსახლეობის მხარდაჭერით, ახალი ინიციატივებით გავაგრძელებთ ჩვენი რაიონის განვითარების პროცესს

12-09-2021

„უკანასკნელ წლებში მთაწმინდაზე არაერთი წარმატებული ურბანული პროექტი განხორციელდა და დარწმუნებული ვარ, მოსახლეობის მხარდაჭერით, მომავალში კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი, ახალი ინიციატივებით გავაგრძელებთ ჩვენი რაიონის განვითარების პროცესს", – განაცხადა „ქართული ოცნების" თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონისმაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ აბაშიძემ ვერის მოსახლეობასთან შეხვედრისას.


მაჟორიტარობის კანდიდატმა წინასაარჩევნო კარდაკარ კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ამჯერად გალის, იაკობ ნიკოლაძის, შარაშიძის, ქუჩიშვილის, ღამბაშიძის, შიო მღვიმელისა და ანანურის ქუჩის მცხოვრებლებთან გამართა, სადაც მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხები და დაგეგმილი პროექტები განიხილა.


როგორც ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, ის ყოველდღიურად ხვდება მოსახლეობას და ისმენს მათ მოთხოვნებსა და პოზიციებს რაიონში არსებული გამოწვევების დაძლევის მიმართულებით. მსგავსი შეხვედრები მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება, რათა მთაწმინდის განვითარების გეგმის ფარგლებში განხორციელებული პროექტები მაქსიმალურად იყოს ორიენტირებული როგორც რაიონისინფრასტრუქტურის განახლებაზე, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელიპირობების გაუმჯობესებაზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031