გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ნემსაძემ ,,ზანდურის სახლი“ დაათვალიერა

15-09-2021

გიორგი ნემსაძემ ლეჩხუმის სოფელ ღვირიშში ,,ზანდურის სახლი" დაათვალიერა.


,,ზანდურის სახლის" დიასახლისი, მანონი ახვლედიანი, საკუთარ კარ-მიდამოში აცოცხლებს ხორბლის უძველეს ჯიშებს ,,ზანდურსა" და ,,მახას".
ზანდურის სახლში ლეჩხუმის ეთნოგრაფიული მუზეუმია მოწყობილი, მარნით, ბეღელით და ეზოთი.


,,ზანდურის სახლს" ბევრი ტურისტი და ვიზიტორი სტუმრობს და აღფრთოვანებული რჩება ამ სანახაობით, ლეჩხუმური სამზარეულოთი, ქალბატონი მანონის მიერ შექმნილი არაერთი საუცხოო პროდუქტით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930