გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ტყემალაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

19-09-2021

"ქართული ოცნების" დედაქალაქის საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ტყემალაძემ ვაჟა-ფშაველას მეშვიდე კვარტლის და ჭავჭავაძის გამზირის მოსახლეობასთან მორიგი  წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაგეგმილი პროექტები გააცნო და იმ რეფორმებზე ესაუბრა, რომელიც თბილისში წარმატებით განხორციელდა.

გიორგი ტყემალაძემ ვაკის რაიონისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე ადგილობრივების მოსაზრებებიც მოისმინა.

"ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკა; გაუმჯობესებული ეკოლოგიური მდგომარეობა, მეტი სარეკერეაციო სივრცე და არცერთი დაუმთავრებელი მშენებლობა თბილისში - ეს იმ პრიორიტეტთა ნაწილია, რომელთა განხორციელებასაც, გამარჯვების შემდეგ, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში განვაგრძობთ. გარდა ამისა, ვიწყებთ ავარიული სახლების ჩანაცვლებას და გვაქვს უამრავი ახალი პროგრამა სოციალური პოლიტიკის მიმართულებით. ამ ყველაფრის განხორციელებისთვის კი მნიშვნელოვანია მოქალაქეების მხარდაჭერა, მათი აქტიური ჩართულობა და პრიორიტეტების მათთან ერთად განსაზღვრა. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ მოსახლეობის აქტიურობით, ჩვენ შევძლებთ დასახული მიზნების განხორციელებას"- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031