გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბათუმში 40 ოჯახს, ,,იაფი სახლის" პროექტის ფარგლებში, ბინები გადაეცა

21-09-2021

ბათუმის მერიის მიერ განხორციელებული პროექტის ხელმისაწვდომი საცხოვრისის (ე.წ. იაფი სახლი) პირველი ეტაპი დასრულდა.


დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან ლელა სურმანიძესთან ერთად პროგრამის ფარგლებში, ჯავახიშვილის ქუჩაზე აშენებულ 2 სახლში 40 ოჯახს ბინები გადასცა.


პროგრამაში მონაწილე ოჯახების შერჩევა ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ, ბინების შერჩევა კი, ლოტოტრონის წესით განხორციელდა.


პროგრამის მეორე ეტაპის განცხადებების მიღება სექტემბრის ბოლომდე გრძელდება. ორივე ეტაპზე 80 ოჯახს გადაეცემა ბინა.

პროექტის ღირებულება სულ 4 მილიონ 667 ათას 746 ლარს შეადგენს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930