გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იოსებ ხახალეიშვილი: აფხაზეთი ისევ ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილი გახდება

27-09-2021

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან და პარტიის სხვა წევრებთან ერთად სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.


"პატივს მივაგებთ დაღუპულებს, ჩვენს გმირებს. სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა. სამწუხაროა, რომ ჩვენს შვილებს არასდროს უნახავთ სოხუმი, თუმცა იციან ამ დღის მნიშვნელობა. სოხუმის დაცემასმასთან დაკავშირებით დღეს საქართველოს მთელი ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშებია დაშვებული, მაგრამ მჯერა, რომ დადგება ის დღე, როცა სოხუმში კვლავ აფრიალდება ქართული დროშა და აფხაზეთი ისევ გახდება ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილი. ამას ერთიანობით და მიზანმიმართული, მშვიდობიანი პოლიტიკით აუცილებლად შეძლებს საქართველო", - აღნიშნა იოსებ ხახალეიშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031