გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ხელაძე ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ ომის ვეტერანებს შეხვდა

28-09-2021

თბილისის საკრებულოში მმართველი გუნდის ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ხელაძე რაიონში მცხოვრებ ომის ვეტერანებს შეხვდა. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატობის კანდიდატმა ვეტერანების სოციალური პირობების გაუმჯობესებისთვის მომავალ წელს დაგეგმილი სამთავრობო პროგრამების შესახებ ისაუბრა. ირაკლი ხელაძემ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის მონაწილეების ინდივიდუალური საჭიროებების შესახებაც მოისმინა.


„ჩემი გამგებლობის პერიოდში მაქსიმალურად ვცდილობდი ომის ვეტერანების მხარდაჭერას. ვიცით, რომ არ არის საკმარისი, რაც დღეს კეთდება სახელმწიფოს მხრიდან. თუმცა იგეგმება უფრო დახვეწილი სოციალური პაკეტების შეთავაზება და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხელისუფლება იმ გამოწვევებს, იმ მოთხოვნებს, რაც დღეს ვეტერანებს უდგათ დღის წესრიგში, თავს გაართმევს", - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.


საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში მებრძოლ ვეტერანებთან შეხვედრას პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031