გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
კონსტანტინე კოსაჩოვი სირიის მიერ აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ „აღიარებაზე“ - ეს მხოლოდ დასაწყისია

30-05-2018

ეს მხოლოდ დასაწყისია, - ასე გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი კონსტანტინე კოსაჩოვი სირიის მიერ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობის აღიარებას“.

მისი თქმით, „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება მსოფლიოს მიერ ამ რესპუბლიკების აღიარების პროცესის მხოლოდ დასაწყისია“.

„რუსეთი, რა თქმა უნდა, მხარს უჭერს ამ პროცესს. ჩვენ მშვენივრად გვესმის, რომ ეს ამ ხალხის და მათი კანონიერი მისწრაფებების მხარდასაჭერად კეთდება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ამ პროცესის დასაწყისია“, - განაცხადა კოსაჩოვმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ამ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება იმაზე მეტყველებს, რომ დასავლეთის ქმედებები საპირისპირო შედეგს იძლევიან“.

შეგახსენებთ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სირიამ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობა აღიარა“. http://www.interpressnews.ge/

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930