გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს სწავლის პერიოდში სამხედრო სამსახურში აღარ გაიწვევენ

30-05-2018

პროფესიულ სტუდენტებს სწავლის პერიოდში სამხედრო სამსახურში აღარ გაიწვევენ. bpn.geამის შესახებ საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირისა და პროფესიული კონსულტირების ასოციაციამ წარადგინა.

როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კანონპროექტის ძირითადი არსია, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების მსგავსად, სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადება, სწავლის დასრულებამდე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიულ სტუდენტებსაც შეეხებათ.

ამასთან, წინადადებების ავტორთა შეფასებით, კანონპროექტის მიღება ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილზე გავლენას არ მოახდენს.

პარლამენტის გადაწყვეტილებით, აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების განხილვა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს დაევალა. 


bpn.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031