გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სააქციო საზოგადოებას „ლე სომე დე ლ’ელევაჟ“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

30-09-2021

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სააქციო საზოგადოებას „ლე სომე დე ლ’ელევაჟ“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.


მემორანდუმის მიზანია საქართველოში წვრილფეხა მეცხოველეობის დარგის შესწავლა-ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება, რომელიც „კვლევისა და დახმარების ფონდის” (FASEP) პროექტის „წვრილფეხა საქონელი საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდება.


მემორანდუმს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა და პროექტის „წვრილფეხა საქონელი საქართველოში“ ინიციატორმა, ბიზნესმენმა და საერთაშორისო ექსპერტმა, ჟაკ ფლურიმ მოაწერეს.


FASEP პროექტის ბიუჯეტი 507 472 ევროა, რომელიც, ქართული მხარისთვის საფრანგეთის მთავრობისა და ფრანგული კერძო კომპანიის „ლე სომე დე ლ’ელევაჟ“ ფინანსური მხარდაჭერაა.


მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა მადლობა გადაუხადა ფრანგულ მხარეს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის გაწეული მრავალწლიანი დახმარებისთვის.


„მადლობა მინდა, გადავუხადო საფრანგეთის მთავრობას პროექტის დაფინანსებისთვის, რომელიც წვრილფეხა მეცხოველეობის განვითარებას შეუწყობს ხელს. ვფიქრობ, აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მეცხოველეობის კუთხით არსებული ჩვენი მიზნების განხორციელებაში“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930